ციხიდან ბაჩო ახალაიას მიმართვა ვრცელდება.

  • 18 ნოემბერი 16:58

ციხიდან ბაჩო ახალაიას მიმართვა ვრცელდება. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ თავისუფლად შეგვიძლია სისხლიანი ვუწოდოთ, ხალხს პროპორციული არჩევნები წაართვა. "ქართული ოცნება" არის ბოროტი ძალა. ბოროტებასა და სიკეთეს შორის კი მოსახლეობა ყოველთვის სიკეთის მხარეს დგას, ხოლო სადაც მოსახლეობა დგას, იქ გამარჯვებაა, მაგრამ ეს ხელისუფლება იმდენადაა ჩაბღაუჭებული სკამს, რომ რევოლუციის გარეშე წარმოუდგენელია მათი შეცვლა. ამიტომ მოგიწოდებთ, ყველაფრისთვის მზად იყავით! ეს ბრძოლა მარტივი არ იქნება. მიყვარხართ ქართველებო და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მალე ჩემს საყვარელ ხალხთან საუბარი ციხიდან აღარ მომიწევს", - ნათქვამია მის განცხადებაში.