შსს-მ აქციის ორგანიზატორებს პარლამენტთან ტერიტორიის გასათავისუფლებლად 30-წუთიანი ვადა მისცა

  • 18 ნოემბერი 16:35

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ პარლამენტთან განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს 30- წუთი აქვთ, რომ ადგილზე აღმართული ბარიკადები დაშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაბამისი ზომების მიღების პირობას დებს.

ადგილზე, შსს-ს წარმომადგენელი "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ზაალ უდუმაშვილს ესაუბრა. უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ აქცია მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობს და ისინი დაშლას არ აპირებენ.


ოპოზიციის მიერ პიკეტირებული პარლამენტის შენობის სიახლოვეს სპეცრაზმია მობილიზებული. ამის შესახებ "პირველის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.


რესპუბლიკის მოედანზე ასევე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცტექნიკა და სახანძრო მანქანა. 


პარლამენტი ამ დრომდე პიკეტირებულია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ, სანამ მათი მოთხოვნა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, არ დაკმაყოფილდება.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა არ შეფერხდება.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტისკენ ამ წუთებში მიემართებიან.