ფოთში ახალგაზრდა კაცი ნაჯახით დაჭრეს

  • rustavi2.ge
  • 18 ნოემბერი 15:25

ფოთში თამარ მეფის ქუჩაზე 70 წლის მოხუცმა ახალგაზრდა კაცი ნაჯახით დაჭრა. თვითმხილველის თქმით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, თუმცა მათთვის უცნობია კონკრეტულად რა გახდა მომხდარის მოტივი.

თვითმხილველები ამბობენ, რომ 70 წლის მამაკაცს დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ეზოში ხის საამქრო აქვს, რაზეც წარსულში დავა არაერთხელ წარმოიშვა და მის წინააღმდეგ შესაბამის უწყებას საჩივრით რამდენჯერმეც მიმართეს.


დაჭრილი მამაკაცი ამ დროისთვის ფოთის ჰოსპიტალში იმყოფება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge