„ბრალი არ იქნება, ჩირქი, რაც მოსცხეს, არ შერჩებათ” – ძიუდოისტის მამა

  • ალია
  • 26 ივნისი 16:05

გიორგი ქარქაშაძის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის მამა, რამაზ ტატიაშვილი, „ფორულასთან” მისი შვილის დაკავებაზე საუბრობს.

იგი კატეგორიულად უარყოფს საქმეში მისი შვილის ბრალეულობას და აცხადებს, რომ „ეს არავის შერჩება”.


„არანაირი ბრალი არ იქნება, გიგა სუფთაა და ყველა ნახავს და ის ჩირქი, რაც მოცხეს, არავის არ შერჩება”- განაცხადა რამაზ ტატიაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, დღეს დილას 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს რამდენიმე მუხლით ედავებიან – ძალადობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.


 
 

წყარო: ალია