"თუ ვინმე პარლამენტში მალულად შევიდა, გამოვათრევთ"

  • resonancedaily.com
  • 18 ნოემბერი 14:11

"არავის მივცემთ შესვლის უფლებას. თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, გამოვათრევთ იქიდან", - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეები დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" უნდა 20 ივნისის სცენარის გამეორება.


"უნდათ, რომ პროვოკაციები მოაწყონ, როგორც ეს მოხდა 20 ივნისს. ზუსტად ამ სცენარის გამეორება უნდათ ამათ. 20 ივნისის სცენარი იყო ამ ნაძირალა "ქართული ოცნების". არავის მივცემთ შესვლის უფლებას. თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, გამოვათრევთ იქიდან", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

წყარო: resonancedaily.com