რომელი მუხლით ედავებიან დაკავებულ სპორტსმენებს?

  • ალია
  • 26 ივნისი 14:11

არსებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი დააკავეს.

საქართველოს „პირველი არხი“ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატს, დავით ჭიკაიძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალადობის ბრალდებითაა აყვანილი.


„ერთ-ერთი დაკავებულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ის სსკ-ის 126-ე – ძალადობის მუხლით არის აყვანილი. დიღომში არის გადაყვანილი. მე სხვებზე ვერ გეტყვით, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დიღომშია ნამდვილად“, – აცხადებს ადვოკატი.


მოგვიანებით, ჭიკაიძე, რომელიც საბა ჩხარტიშვილის ადვოკატია, კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს მედიასთან:


„რაც შეეხება საქმის ვითარებას, ამ მცირე დროში მასთან ვერ მოვახერხე საუბარი. ჯერ ჩვენ ბრალი არ წარგვდგენია. აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით რა პოზიციას აირჩევს, გამოიყენებს თუ არა დუმილის უფლებას. დაკავების განჩინებას გავეცანით, ამ განჩინების მიხედვით, მას ბრალი ედება 126-ე მუხლით გათავალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ეს არის ძალადობა, სავარაუდოდ, ჯგუფური. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ძალიან დიდი უბედურების დროს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად არ ყოფილა მაგისტრალზე, ის ამ დროს დაახლოებით სამი საათით ადრე იყო გადასასული ლისზე. შესაბამისად, მას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. როცა წარგვედგინება ბრალი, მაშინ გვეცოდინება, რით ხელმძღვანელობს ბრალდება”


„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამ საქმის მოწმეები არიან, ისხდნენ ერთ-ერთ ავტომობილში. ისინი არ დაუკავებიათ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ სხვა პირები, 17 პირი დააკავეს ძალადობაზე“, – აცხადებს ადვოკატი.


ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს.

წყარო: ალია