ქალთა ტიპები, რომლებსაც მამაკაცები სერიოზულად არ აღიქვამენ

  • თბილისელები
  • 18 ნოემბერი 12:08

არსებობენ ქალები, რომლებსაც მამაკაცები სერიოზულად არ აღიქვამენ და ნამდვილი სიყვარულის პოვნამდე აქვთ ურთიერთობა.

* მამიკოს გოგო – ამ ტიპის ქალები არ არიან მზად, რომ ცხოვრებაში მეორე მამაკაცი შეუშვან და მათ საკმარისი ყურადღება დაუთმონ. რა ასაკისაც უნდა იყოს ამ კატეგორიის ქალი, დახმარებისთვის ყოველთვის მამას მიმართავს. ისიც მზად არის, მის გვერდით გაჩნდეს ყოველთვის, როცა დასჭირდება. პარტნიორმა ასეთი ქალისთვის შეუძლებელიც რომ გააკეთოს, მაინც ვერ დაიმსახურებს სათანადო ყურადღებას. ამიტომ, ეს ურთიერთობა, ხშირ შემთხვევაში, წარუმატებლად სრულდება.


* წვეულების მოყვარული ქალები – ზედმიწევნით კარგად იციან, სად იმართება საუკეთესო წვეულება, რომელია ქალაქის საუკეთესო კლუბი და ბარი. ასეთი ქალის გვერდით რომ იყო, თავადაც უნდა აჰყვე მისი ცხოვრების რიტმს. გართობის გარეშე არ შეუძლიათ. ერთი მხრივ, ეს არც ისე ცუდია. მათ გვერდით არასოდეს მოიწყენთ. მაგრამ თუ მამაკაცს მოუნდება, საღამო სახლში მშვიდად გაატაროს, თავისი საყვარელი ქალის ასეთ სოციალურ "აქტივობას" ვეღარ შეეგუება.


* "კარგი სტუდენტი" – ასეთ ქალებთან შესაძლოა გრძელი და საინტერესო დიალოგები გქონდეთ, მაგრამ არასოდეს აქვთ დრო, მუდამ სამეცადინო აქვთ, მუდამ გამოცდებისთვის ემზადებიან. მიაჩნიათ, რომ სწავლა ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია და ურთიერთობის დანგრევა, განშორება მათთვის არაფერს ნიშნავს.


* ეჭვიანი ქალი – ქალი, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე უმიზეზოდ ეჭვიანობს, სახიფათოა. მას ეშინია მარტო დარჩენის. ფიქრობს, რომ საყვარელი მამაკაცი ვინმე სხვას აირჩევს, უღალატებს მეგობრებთან, კოლეგებთან. მსგავსი დამოკიდებულება მამაკაცებისთვის რთულად ასატანია, ამიტომ ისინი ურთიერთობის დასრულებას ამჯობინებენ.


* ქალი, რომელიც დედას მოსწონს – შესაძლოა, მამაკაცი მართლაც ფიქრობდეს, რომ ცხოვრების სიყვარული იპოვა, მაგრამ ყველაფერი შესანიშნავადაა მანამდე, სანამ დედას გააცნობს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ქალს მამაკაცის დედასთან უფრო მეტი საერთო აქვს, ვიდრე პარტნიორთან. ეს მამაკაცებს სულაც არ ხიბლავთ. მამაკაცს ქვეცნობიერად უჩნდება ეჭვი, რომ ამ ორი ქალის გაერთიანება შესაძლოა, მისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. თავს უჩვეულოდ, უხერხულად გრძნობს და ხშირ შემთხვევაში, ქალთან ურთიერთობას წყვეტს.


* ზოგიერთი ქალი ზედმეტად ღელავს უმნიშვნელო დეტალებზეც კი, რაც ურთიერთობაში პრობლემებს აჩენს. ასეთმა ქალმა შესაძლოა, თავის საყვარელ მამაკაცს დღეში უთვალავჯერ დაურეკოს, იმის გასარკვევად, ყველაფერი კარგად არის თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქალები ძალიან მზრუნველები და ყურადღებიანები არიან, მამაკაცები მათგან გარბიან, რადგანაც გრძნობენ, რომ საყვარელი ქალი გამუდმებით აკონტროლებს. ეს ქალები ძალიან ემოციურები არიან და მათთან ურთიერთობა არასოდესაა მარტივი. შეუძლიათ, უმნიშვნელო მიზეზის ნამდვილი დრამა მოაწყონ. ურთიერთობა ასეთ ქალებთან დამღლელი და ძალიან რთულია.


* სილამაზის დედოფალი – ეს გოგონები ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. მომხიბვლელი გარეგნობა შესანიშნავია, მაგრამ მამაკაცები, ხშირ შემთხვევაში, აღმოაჩნენენ ხოლმე, რომ ამ კატეგორიის ქალებთან საერთო არაფერი აქვთ. ამგვარი ურთიერთობაც განშორებით სრულდება.


როგორია ის ერთადერთი ქალი, რომლის გვერდითაც მამაკაცს სურს ცხოვრება? ყველა კაცი განსხვავდება ერთმანეთისგან და რა თქმა უნდა, საკუთარი, განსხვავებული წარმოდგენები აქვთ იმის შესახებ, როგორი უნდა იყო სასურველი ქალი. მაგრამ იმ ქალისგან, რომელიც იცინის საყვარელი მამაკაცის ხუმრობებზე, რომელსაც აქვს ბევრი საერთო საყვარელ მამაკაცთან, არ არის ზედმეტად ეჭვიანი, ზედმეტად ემოციური და ახერხებს ბალანსის პოვნას, მამაკაცი არასოდეს გარბის.

წყარო: თბილისელები