ფაქტები სიყვარულზე, რასაც მხოლოდ ღალატის შემდეგ გაიგებ

  • თბილისელები
  • 18 ნოემბერი 11:51

დიახ, არაფერი ისეთი მტკივნეული და თავზარდამცემი არ არის, როგორც ღალატი. თანაც ეს ტკივილი დროთა განმავლობაში არათუ გადის, კიდევ უფრო იმატებს. თავს ისე გრძნობ, თითქოს გაგწირა იმ ადამიანმა, ვისაც გული აჩუქე. რა უნდა იყოს ამაზე უარესი?

ღალატზე ყველას თავისებური რეაქცია აქვს. ასევე, ინდივიდუალურია გადაწყვეტილება, რომელსაც ღალატის შემდეგ იღებენ. მაგრამ ცუდსაც აქვს თავისი "ბენეფიტები".


* ღალატის შემდეგ მიხვდებით, რომ "მარადიული სიყვარული" არ არსებობს, რომ სასიყვარულო ურთიერთობები განსაკუთრებულია და მას გამუდმებით სჭირდება ყურადღება და ზრუნვა. თუმცა, უნდა გახსოვდეთ – ყველა ურთიერთობა არ ღირს იმად, რომ ეპოტინო.


* თუ თქვენი ტკივილი ისეთი ძლიერია, რომ ვეღარ უძლებთ, თამამად შეუდექით ახალი სიყვარულის ძებნას. არასოდეს მოებღაუჭოთ ურთიერთობას, სადაც სიყვარული აღარ არის.


* ეჭვიანობა ყველაზე საშიში ემოციაა. ეს არის გრძნობა, რომელიც გახრჩობს. როცა ეჭვიანობ, ვერ ამჩნევ, რომ გიჭირს თავის გაკონტროლება. ეჭვიანობა შინაგანად შეგჭამთ.


* რა უნდა გახსოვდეთ ასეთ სიტუაციებში – ადამიანი, რომელმაც გიღალატათ, არ იმსახურებს თქვენს სიბრაზეს – ის მხოლოდ შეცოდების ღირსია.


* გაიგებთ, რომ ადამიანებს საშინელებების ჩადენა შეუძლიათ. ადამიანს შეუძლია ყველაზე საშინელი რამის გაკეთება იმისთვის, ვინც როგორც თავად ამბობს, უყვარდა. წარმოდგენაც არ გაქვთ, რაზეა წამსვლელი გამწარებული ადამიანი.


* მთავარი ურთიერთობაში ნდობაა – ორ ადამიანს შორის ურთიერთობისას არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ნდობა. თუ ადამიანს ვერ ენდობით, ეს ურთიერთობა განწირულია.
ყოველთვის გახსოვდეთ, მთავარია, საკუთარ ინსტინქტებსა და იმ ადამიანებზე მაღლა დადგეთ, ვინც გიღალატათ.

წყარო: თბილისელები