ვაშაძე: რა ბარიკადებია, ჩემო სიცოცხლე, მიატრიალეთ კამერა და შეხედეთ, კურდღელი გადაახტება

  • რეზონანსი
  • 17 ნოემბერი 23:05

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ახსნა, თუ რატომ შეიტანეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვიშით სავსე ტომრები. 

მისი მისი თქმით, არანაირი ძალადობისთვის არ ემზადებიან.


„არავითარი ძალადობისთვის არ ვემზადებით, გეყოფათ ბოდვის მოსმენა. ძალადობა ის არის, რასაც აკეთებენ საზოგადოებაზე - იატაკზე ხომ არ დასხდებიან ქალები, არა?! დავჯდებით იქ პერიოდულად", - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.


მედიის კითხვაზე, არის თუ რა ქვიშის ტომრებით და სამშენებლო მასალით გზის გადაკეტვა ბარიკადების აღმართვა, მან განაცხადა: „რა ბარიკადებია, ჩემო სიცოცხლე, მიატრიალე კამერა და შეხედე, კურდღელი გადაახტება. ბარიკადები არა, ციხესიმაგრე".


ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა ოპოზიციური პარტიების მიერ დაწყებულ პარლამენტის პიკეტირებაზეც.


„გაცხადებულია ყველაფერი, ვერ შევლენ დეპუტატები. ის, რაც შენობის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის საჭირო, კი ბატონო - სამოქალაქო პირები, ნორმალური ადამიანები, დამლაგებლები, რაც სჭირდება ამ შენობას, კი ბატონო. დეპუტატები აქ ვერ შევლენ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

წყარო: რეზონანსი