დავით ბაქრაძე: როგორც ჩანს, იგივე ადამიანები ითვლიან სუს-ში აქციის მონაწილეებს, ვინც ჩვენს დროს ითვლიდა

  • netgazeti.ge
  • 17 ნოემბერი 22:45

“როგორც ჩანს, იგივე ადამიანები ითვლიან სუს-ში აქციაზე გამოსული მოქალაქეების რაოდენობას, ვინც ჩვენს დროს ითვლიდა და მაშინაც ასე ამბობდა, როცა რუსთაველი გადაჭედილი იყო, 5000 და მაქსიმუმ 6000 კაცი ესწრებოდაო”,- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე შსს-ს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც დღეს პარლამენტთან გამართულ აქციას დაახლოებით 5500 ადამიანი ესწრებოდა.

ბაქრაძის შეფასებით, შსს-ს ეს განცხადება სასაცილოა, მაგრამ ამავე დროს ტრაგედიაცაა, რადგან ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რომ “ვითომ არაფერი ხდება”.


ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს. 


 

სრული ვერსიის ნახვა netgazeti.ge