აშშ-ში ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია პირველად ჩატარდა

  • imedinews.ge
  • 17 ნოემბერი 22:24

აშშ-ში, დეტროიტში ჰენრი ფორდის სახელობის კლინიკაში პირველად პაციენტს ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა.

ოპერაცია არ იყო დაგეგმილი. ექიმები რისკზე წავიდნენ და 17 წლის ახალგაზრდას, რომელსაც ვეიპერების დაავადება აღმოაჩნდა ფილტვები გადაუნერგეს, წერს techcult კლინიკის ექიმებზე დაყრდნობით.  


17 წლის ახალგაზრდა სუნთქვის პრობლემებით, კლინიკაში 5 სექტემბერს მიიყვანეს. 12 სექტემბერს ის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. ერთ კვირაში კი მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა და ის სპეციალურ აპარატურაზე შეაერთეს. ერთი თვის შემდეგ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ პაციენტისთვის ფილტვები გადაენერგათ და მისთვის დონორის ძებნა დაიწყეს. . 


ექიმ-ტრანსპლანტოლოგ ჰასან ჰემეჰის განცხადებით, (რომელსაც 20 წლიანი სამედიცინო გამოცდილება აქვს) ის შოკირებული იყო როდესაც პაციენტი გაკვეთა და მისი ფილტვები ნახა. ექიმები რისკზე წავიდნენ და პაციენტს ორივე ფილტვი გადაუნერგეს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge