„ბიო ჰქონდა მოწეული...“ - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

  • primetime.ge
  • 17 ნოემბერი 22:08

35 წლის ლევან აბაშიძე, რომელსაც „ტაისონას“ მეტსახელით იცნობენ, მკვლელობამდე სავარაუდო ბიონარკოტიკი ჰქონდა მიღებული,- ამის შესახებ „პრაიმტაიმს“, ატენის ქუჩაზე მოკლულების ერთ-ერთმა მეზობელმა უთხრა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ვერსია ადგილზე მყოფი საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებისგან მოისმინა.


„ასე თქვეს, ბიო ჰქონდა მოწეულიო, როგორც ჩანს გამოკითხეს ვიღაცეები და ამაზე დაყრდნობით ითქვა ეს ამბავი“,- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.


ლევან აბაშიძე წარსულში ნასამართლევი იყო, თუმცა, ვერ აკონკრეტებენ, რა ბრალდებით იყო ის დაკავებული.




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge