შსს-მ აქციის მონაწილეები დათვალა

  • pia.ge
  • 17 ნოემბერი 21:40

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დაახლოებით 5500 მოქალაქე იმყოფებოდა. 

რაც შეეხება რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას, საპატრულო პოლიციის უფროსი ამბობს, რომ აქ 1500-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. 


"შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ნოემბერს რუსთაველზე უზრუნველყო აქციის ჩატარება. მოგახსენებთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით დაახლოებით 5 500 -მდე ადამიანი იმყოფებოდა. ასევე აქცია იმართებოდა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე, აჭარაში, კერძოდ ბათუმში აქციაზე იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მართლწესრიგის დაცვას და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას.ამ ეტაპისთვის, არავის დაკავება არ მომხდარა. აქციამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში", - განაცხადა სირაძემ. 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge