„ჯოკერის“ შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

  • imedinews.ge
  • 17 ნოემბერი 20:42

„ჯოკერის“ შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.

ფილმმა, რომლის პრემიერაც აშშ-ში 28 სექტემბერს გაიმართა, შიდა ბაზარზე გაქირავებიდან 316 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, მსოფლიოს მასშტაბით კი მილიარდს გადააჭარბა.


2019 წელს მილიარდიანი შემოსავალი მხოლოდ ორმა ფილმმა მიიღო - „აქვამენმა“ (1,048 მილიარდი დოლარი) და „სპაიდერმენი - შინიდან შორს“ (1,031 მილიარდი დოლარი). 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge