ექიმები შოპოჰოლიზმის ფსიქიკურ აშლილობად აღიარებას ითხოვენ

  • imedinews.ge
  • 17 ნოემბერი 20:01

ჰანოვერის მედიცინის სკოლის სპეციალისტები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიკები ფსიქიურად არამდგრადებად ცნონ.

კვლევის ჩატარების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მათთვის არასაჭირო ნივთებს ყიდულობენ და ამის გამო მათ ფინანსური პრობლემები აქვთ. მკვლევარების განცხადებით, ეს ადამიანები თავს ვერ აკონტროლებენ და მაღაზიები შოპოჰოლიზმით დაავადებული ადამიანების ხარჯზე მდიდრდებიან. 


კვლევამ აჩვენა, რომ შესყიდვებზე უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან ახალგაზრდები, სპეციალისტები ამბობენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში სრულწლოვნების 5%-ია დაავადებული ონლაინშოპინგით. ამიტომ ექიმები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიზმი ფსიქიკურ აშლილობად აღიარონ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge