დავით უსუფაშვილი: სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი

  • 17 ნოემბერი 19:46

„სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც მან აღნიშნა ის მხარს უჭერს პროტესტის გამოხატვის ყველაზე უკიდურეს კანონიერ ფორმებსაც.


„მე მხარს ვუჭერ პროტესტის გამოხატვის ყველაზე უკიდურეს კანონიერ ფორმებსაც. ეს უკიდურესი კანონიერი ფორმები შეიძლება შედიოდეს სახელმწიფო დაწესებულების შენობასთან პიკეტი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ეს უნდა უყოს ისეთი პიკეტი, რომელიც ხელს არ შეუშლის დაწესებულების ფუნქციონირებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


შეგახსენებთ რომ, რუსთაველის გამზირზე, პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.