სალომე სამადაშვილი: დღეს პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყება

  • 17 ნოემბერი 18:09

„საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის პიკეტირება მოახდინოს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა. 


"მინდა რუსი ჯალათი გახარიას გასაგონად ვთქვა, ყველა საქართველოს მოქალაქის  კონსტიტუციური უფლებაა პიკეტირება მოახდინონ სახელმწიფო შენობების და მათ შორის პარლამენტის. დღეს დაიწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება. ამ შენობაში ვერ შევა ვერცერთი ივანიშვილის გოშია. შევლენ ერთადერთი მიზნით, გააფორმონ ქართველი ხალხს არჩევანი. პირველი - გადადგეს ივანიშვილის ხელისუფლება და დაუყოვნებლივ გაფორმდეს გამარჯვება, რომელიც ხალხმა მოიპოვა. მეორე- შეიცვალოს შესაბამისად საარჩევნო სისტემა და უახლოეს მომავალში ხელისუფლება დაუბრუნდეს ქართველ ხალხს. ივანიშვილის ხელისუფლებას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია და დღეიდან ხელისუფლება უბრუნდება ქართველ ხალხს. ჩვენ დღეიდან არ ვაპირებთ დაშლას, ხვალ საქართველოს პარლამენტს იბრუნებს ქართველი ხალხი, რომელიც მოაწყობს პარლამენტის პიკეტს", - განაცხადა სამადაშვილმა.