"თუ წყევლის სანაცვლოდ წყევლასვე მიაგებთ, მაშინ თქვენ დაემსგავსებით ბოროტს"

  • 17 ნოემბერი 17:21

ასტროლოგი რამაზ გიგაური საინტერესო პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თუ თქვენ არ მიიღებთ თქვენსკენ გამოგზავნილ შურს, ირონიას, ცინიზმს, წყევლას, გინებას, აგრესიას და მსგავს ნეგატივს, ის გამომგზავნს უკანვე დაუბრუნდება. ეს სამყაროს კანონია. თუ თქვენ შეგშურდებათ მათი, ვისაც თქვენი შურთ, თუ ირონიულ კითხვას ირონიულ პასუხს გასცემთ, თუ წყევლის სანაცვლოდ წყევლასვე მიაგებთ,
მაშინ თქვენ დაემსგავსებით ბოროტს და გახდებით მისი მსგავსი. მას სწორედ ეს უნდა. თქვენ მის მოედანზე იწყებთ "თამაშს", სადაც გამარჯვების შანსი თითქმის არ გაქვთ. ასე რომ, ნუ მიიღებთ სამყაროს ნეგატიურ იმპულსებს და ის თქვენ ვერავითარ ზიანს ვერ მოგაყენებთ!"