ირინა სარიშვილი: ერთი წუთით ყურადღებას ვითხოვ, ეს უკვე ჭამა ყველამ

  • 17 ნოემბერი 16:58

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 

"ერთი წუთით ყურადღებას ვთხოვ ყველას!

სრულიად აშკარაა რომ ხელისუფლება, რომელიც მთელი ეს წლები გავეშებული ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას, დღეს ცდილობს, სააკაშვილს და ნაციონალებს დააბრალოს პარლამენტში შეჭრის მცდელობა, ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა 20 ივნისს.

20 ივნისს ეს უკვე ჭამა ბევრმა და ხელიდან იქნა გაშვებული უსერიოზულესი მუხტი ამ ხელისუფლებისთვის პასუხის მოსათხოვად და დიდი იმედია მეორედ ამას არავინ აღარ ჭამს!

ივანიშვილის დიქტატურა უნდა დასრულდეს!
დღეს ამ დასასრულის უკვე მერამდენე და იმედია საბოლოო დასაწყისია", - წერს სარიშვილი.