საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

  • 17 ნოემბერი 17:00

საქართველოს საპატრიარო, ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

საპატრიარქო ყველა სახელმწიფო უწყებას, ვისაც სიტუაციის განმხტვა შეუძლია მოქედებისკენ მოუწოდებს.

"დიდად ვწუხვართ ცნობილი ექიმის, ტრავმატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დატყვევების გამო.

ამ პიროვნებას ყველა იცნობს, როგორც ფრიად გამოცდილ ქირურგს, რომელმაც მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მათ შორის ცხინვალის რეგიონში.

ვფიქრობთ, თავისუფლების აღკვეთაში ყოფნა პირველ რიგში მისი დამკავებლებისთვის არის პრობლემური.
ბატონ ვაჟას გათავისუფლებისთვის ქართველი მედიკოსები, უბრალო მოსახლეობა, ხელისუფლება, საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები აცხადებენ მხარდაჭერას. ჩვენც ვუერთდებით მათ და ვთხოვთ ყველას, ვისაც ხელეწიფება სიტუაციის განმუხტვა, დროულად გაათავისუფლონ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილი", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაზიანებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა. ქართულმა მხარემ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ქართველი ექიმის დაკავების შესახებ ოსურმა მედიამ დაწერა. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს "სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის" შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებას და ცხინვალის სასამართლოში განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება.

გათავისუფლებულებმა განაცხადეს, რომ ერთადერთი რამ, რასაც ოკუპირებული რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილისგან მოითხოვს, არის ის, რომ აღიაროს "საზღვრის გადაკვეთა".