რა შეიცვალა გიორგი გასვიანმა გარეგნობაში? - „არ მიყვარს ხელოვნური ჩარევები მაგრამ...“

  • თბილისელები
  • 25 ივნისი 13:37

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი მის გულშემატკივრებს უკვე ჰოლივუდის ღიმილით გაანებივრებს. პანდემიის დროს მან კბილები გაიკეთა.

გასვინი ჟურნალთან „თბილისელები“ ამბობს, რომ როცა ადამიანის საქმე სცენასა და ეკრანს უკავშრდება გარეგნობაში ჩარევა აუცილებელია, ვინაიდან მაყურებელი სრულყოფილებას ითხოვს.


„ზოგადად, არ მიყვარს გარეგნობაში ხელოვნური ჩარევები და მგონი, არც მაქვს საჭიროება, რომ პლასტიკურ ქირურგიას მივმართო. ერთადერთი, რაც ყოველთვის მინდოდა გამეკეთებინა, კბილები იყო, ამას მეგობრებიც მირჩევდნენ ხოლმე. ცუდი კბილები არ მქონდა, მაგრამ განათების პირობებში საკმარისად თეთრად არ ჩანდა და ამიტომ გადავწყვიტე, „კუზანოვდენტში“ ვინირება გამეკეთებინა. ჯერ კიდევ შეჩვევის პროცესში ვარ. ვერ ვიტყვი, რომ გარეგნობა შემეცვლა, მაგრამ ჩემი ღიმილი ნამდვილად გაჯანსაღდა. „ჰოლივუდის“ ყველა ვარსკვლავს გაკეთებული აქვს ეს პროცედურა, მათ ნამდვილად არ ვედრები, მაგრამ, როცა შენი საქმიანობა სცენასა და ეკრანს უკავშირდება, ვფიქრობ საჭიროა, რადგან მაყურებელს სრულყოფილება უყვარს“, -  მაბობს გასვიანი.


 

წყარო: თბილისელები