ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძე ახალი ზურაბ ადეიშვილია

  • imedinews.ge
  • 17 ნოემბერი 16:36

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადადებით ირაკლი კობახიძე ახალი ზურაბ ადეიშვილია.

მისი თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მუდმივად იტყუება. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა „იმედს“ განუცხადა.


„ახალი ზურაბ ადეიშვილია ირაკლი კობახიძე და მუდმივად იტყუება. თითქოს არც გერმანული მოდელის მიღება შეიძლება, არც პატრიოტების ინიციატივის გათვალისწინება. ტყუილია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


17 ნოემბერს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე „პატრიოტთა ალიანსმა“ აქციებს იწყებს, რომელსაც ორგანიზაცია „ქართული მარშიც“ შეუერთდება. პარალელურად ოპოზიციის სხვა ნაწილისა და სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge