სახალისო ისტორია რძლის მზითის შესახებ

  • თბილისელები
  • 25 ივნისი 13:14

ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი ასეთ ისტორიას ყვება:

„რძალმა, მაია კიკნაძემ ჩამოიტანა არფა. ხომ წარმოგიდგენიათ, ქუთაისის სინამდვილეში მზითვად არფა... სტუმრები რომ მზითვების სანახავად მოდიოდნენ, მათ მოსანუსხად პირდაპირ არფას ვაჩვენებდით ხოლმე. ჩვენი ნათესავია ერთი, „ნიჰილისტ ლაშაიას“ ვეძახით. „რ“-ს ვერ ამბობს და „ლ“-ს გამოთქვამს. მოკლედ, მოვიდა, არფა ნახა და ამბობს:– ლაია, ბიჭო, აი ალფაო... მე შენ გეტყვი წახვალ და წეიღებ, ალ წეიღებ და დაგხვდება, დაგხვდება და მეითხოვო, მეითხოვ და მოგცემენ, მოგიტანენ და დოუკლავო... ლაია, აი გამოუდეგალიო.“

წყარო: თბილისელები