ეს ყველამ უნდა იცოდეს! - "სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთან"

  • 17 ნოემბერი 16:09

"ეს ყველამ უნდა იცოდეს!
მოიწონეთ და გააზიარეთ!
თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!

ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 2019 წლის 9 ნოემბერს გაიტაცეს. ექიმი ახალგორში დაზიანებული ავადმყოფისთვის დახმარების გასაწევად მიდიოდა. ქართულმა მხარემ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ქართველი ექიმის დაკავების შესახებ ოსურმა მედიამ დაწერა. ცხინვალის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.


რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებს "სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის" შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მიერ წაყენებულ ბრალდებას და ცხინვალის სასამართლოში განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება.


გათავისუფლებულებმა განაცხადეს, რომ ერთადერთი რამ, რასაც ოკუპირებული რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილისგან მოითხოვს, არის ის, რომ აღიაროს "საზღვრის გადაკვეთა".


- "ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს და ამბობს, რომ იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ. მან უარი განაცხადა რუსულად საუბარზე და თარჯიმანი მოითხოვა"- ჰყვება ღვინიაშვილი.


საოკუპაციო ძალებს მის გარდა, 9 და 11 ნოემბერს ახმაჯთან და ორჭოსანთან საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე ჰყავდა დაკავებული. ცხინვალის სეპარატისტული უშიშროების კომიტეტის ცნობით, ესენი არიან: 1961 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები რამაზ ზადიშვილი; სოფელ გრემისხევის მკვიდრი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი და სოფელ კოდისწყაროში მცხოვრები, 1956 წელს დაბადებული ზურაბ ტუხიაშვილი. ისინი 13 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო რაიონულმა სასამართლომ ფულადი თანხით დააჯარიმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაძევებით.


"სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთან. ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია, რუსულად არ დაგელაპარაკებით... " - ვაჟა გაფრინდაშვილი, ექიმი


ასეთი გმირი მოქალაქეები ყავს საქართველოს. სწორედ მსგავსი გმირი მოქალაქეებზე დგას ქვეყნის ღირსება!


დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!"