17 ნოემბერს ჭყვიშში გალაკტიონი დაიბადა

  • 17 ნოემბერი 16:03

17 ნოემბერს ჭყვიშში დიდი ქართველი პოეტი გალაკტიონი დაიბადა.

"ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.


შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
და გაისმოდა დების სიმღერა"


ის ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იქცა ქართული პოეზიის გენიად. "მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა" - წერდა პოეტი და მართლაც, თავად ქმნიდა პოეზიის კანონებს. მისი სამყარო იდუმალია, ამოუცნობი და თან საოცრად მომხიბლავი.