პროტესტის მეოთხე დღე - რუსთაველზე საპროტესტო აქცია დაიწყო

  • pia.ge
  • 17 ნოემბერი 15:56

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო. 

აქციას სხვადასხვა ლოკაციებიდან უერთდებიან როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მათი მხარდამჭერები.


როგორც ცნობილია მოქალაქეები  დაგეგმილ საპროტესტო აქციას სამეგრელოდან და კახეთიდან შემოურთდებიან.


აქციის ორგანიზატორების და მოქალაქეების მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ უცვლელია - პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.


ცნობისთვის, "პირველის" კორესპონდენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.


საკანონმდებლო ორგანოს ეზოში შეყვანილია რამდენიმე ყვითელი ავტობუსი. 


ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის აქციის პარალელურად, "პატრიოტთა ალიანსმა" რესპუბლიკის მოედანზე უწყვეტი აქცია დააანონსა.


"პატრიოტების“ საპროტესტო აქცია რესპუბლიკის მოედანზე 17: 00 საათზე დაიწყება.


ისინი მსვლელობით ოპერის წინ გადაინაცვლებენ.






სრული ვერსიის ნახვა pia.ge