გიორგი რურუა: უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება

  • 17 ნოემბერი 15:42

„უნდა მოვახდინოთ ყველაფრის პარალიზება“, - აცხადებს ტვ „ფორმულასთან“ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი რურუა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს როგორც ადმინისტრაციული შენობების, ისე სხვადასხვა წერტილების პარალიზება.


„პარალიზება უნდა გავუკეთოთ როგორც ადმინისტრაციულ შენობებს, ისე სხვადასხვა წერტილებში უნდა მოვახდინოთ პარალიზება და აუცილებლად გავაკეთებინებთ მაგას“, - განაცხადა გიორგი რურუამ.


შეგახსენებთ რომ, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „სახალხო პარტიის“ ლიდერები და მხარდამჭერები ოპერიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ.