მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქამდე ტალახი ვერ მიაღწევს

  • rustavi2.ge
  • 17 ნოემბერი 14:44

"ილია მეორე არის ერის მამა და მისთვის ტალახის სროლა თავში აზრად არავის უნდა მოუვიდეს," - დღეს, პატრიარქის ქადაგებამდე მრევლს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილმა) სამების საკათედრო ტაძარში მიმართა.

"დღეს გვყავს პატრიარქი, რომელსაც როგორ შევეხოთ ეს უნდა გადავწყვიტოთ, ის არის ერის მამა და არ უნდა მოუვიდეს ვინმეს თავში აზრად, რომ მას ტალახი ესროლოს. ვერ მიაღწევს ტალახი პატრიარქამდე," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.


 

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge