რა ინტრიგებს ხლართავს რაჭაში დავით საგანელიძე?

  • ალია
  • 25 ივნისი 10:58

წინა კვირას გაიჟღერა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის სახელმაც, თითქოსდა, გოჩა ენუქიძის ნაცვლად, ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი.

 


დიდი სკანდალები იყო „რეპუბლიკურის” (რომელიც “საპარტნიორო ფონდის” ბალანსზეა) ყოფილი ხელმძღვანელისა და ფონდის დაპირისპირების დროს, როდესაც ავთანდილ იმედაძე ფონდს ბრალდებებს უყენებდა, რომ დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებდა და თანხები მათთან არ მიდიოდა. მოგვიაინებით, საპარტნიორო ფონდმა სკანდალის ჩასახშობად იქ აუდიტი თავადვე შეიყვანა.


ეს ამბავი მაშინ პრესაში არაერთხელ გაშუქდა, რაც იმით დასრულდა, რომ “ხმაურიანი” იმედაძე გადააყენეს და მის ნაცვლად თანამდებობაზე ლევან გოფოძე დანიშნეს.



ავად თუ კარგად, საგანელიძე არჩევნებამდე თანამდებობაზე დარჩება და მერე ხახამშრალს დატოვებენ. ამიტომაც ის თავისი ბიზნესების მფარველსა და ზურგს ეძებს, განსაკუთრებული ინტერესები რაჭაში აქვს და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ფსონი არჩილ ჯაფარიძეზე გააკეთა.


საგანელიძე 4 თვეა ცოლ-შვილით რაჭაშია და იქ ინტრიგებს ხლართავსო, ამბობს წყარო და ამის დასტურად სწორედ არჩილ ჯაფარიძის მაჟორიტარობის სურვილს ასახელებს. ის გოჩა ენუქიძისგან განსხვავებით, ადვილი სამართავია და საგანელიძემ ივარაუდა, რომ თუ მას გაქაჩავს და ენუქიძეს „ჩააჩოჩებს“, რეგიონი მისი არაოფიციალური საფაშო გახდებოდა…


მოკლედ, საგანელიძე პრაქტიკულად ივანიშვილს დაუპირისპირდა ამ გადაწყვეტილებით, რასაც ბატონი ბიძინა არავის პატიობსო, ამბობს „ალიას“ წყარო.


 

წყარო: ალია