ილია მეორე: ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია

  • 1tv.ge
  • 17 ნოემბერი 13:57

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი. ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ დავითის ფსალმუნებს და იქ წერია ეს სიტყვები. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი. ყოველმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბენდნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა. ლოცვაში, მამაო ჩვენოს რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები – პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. გიფიქრიათ, რატომ ამბობს უფალი მომეც ჩვენ დღეს. ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო, მომავალი და წარსული, ყველაფერი ღვთის ხელშია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია. ერთ დღეს შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი“, – აღნიშნა ილია მეორემ.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge