დღის ჰოროსკოპი - მიხეილ ცაგარელის 17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  • fortuna.ge
  • 17 ნოემბერი 11:17

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:00-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია.

მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.


აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს ეჭვიანობა და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა, რადგან მაღალია კონფლიქტების და გარშემომყოფებთან დაპირისპირების ალბათობა.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ვაჭრობისა და კომერციისთვის, საყოფაცხოვრებო და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.


ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მიირთვით ხილი და ბოსტნეული, მოერიდეთ ცხიმიანი და შემწვარი კერძების, რძის პროდუქტის და ტკბილეულის, გაზიანი და ალკოჰოლური სასმელის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge