მომდევნო კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 10 მილიონს მიაღწევს - ჯანმო

  • imedinews.ge
  • 24 ივნისი 21:41

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მომდევნო კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 10 მილიონს მიაღწევს.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 9.1 მილიონზე მეტ შემთხვევის შესახებ მიიღო ინფორმაცია. ეპიდემიის პირველ თვეს 10 000-მდე შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გასულ თვეს კი თითქმის 4 მილიონი. ველოდებით, რომ მომდევნო კვირას მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 10 მილიონს მიაღწევს. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ვირუსის გადაცემა შევაჩეროთ და სიცოცხლეები გადავარჩინოთ“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge