ყველაფერი აურაზე, მის დაბინძურებასა და ადამიანის გავლენაზე

  • თბილისელები
  • 24 ივნისი 13:04

ნებისმიერ ადამიანს აქვს დამცავი გარსი, ანუ აურა. აურა ყველა ცოცხალი ორგანიზმის ენერგეტიკული გამოსხივებაა. აურა გარს აკრავს ადამიანს. ის ასხივებს ენერგეტიკულ დონეზე და იცავს პატრონს ნეგატიური ზემოქმედებისგან. აურა ადამიანის ძირითადი დამცავი გარსია. ის პატრონის ენერგეტიკას სხვა ადამიანების ენერგეტიკული ზემოქმედებისგან იცავს.

 

გარდა ამისა, აურა ხელშეუხებლად ინახავს ადამიანის ცხოვრებისეულ ენერგიას და ამით ხელს უწყობს პატრონს, იოლად გაიკვალოს გზა პოზიტიური მოვლენებისკენ. თუმცა მისი დარღვევა უმძიმეს შედეგებს იწვევს და შესაძლოა, ადამიანისთვის საბედისწეროც კი აღმოჩნდეს.


აურა ორგანიზმში არ უშვებს ისეთ ენერგიას, რომელმაც შეიძლება, ავნოს. ერთი სიტყვით, აურა ჩვენი ენერგეტიკული დამცველია. თუმცა მისი მოქმედება შესაძლოა, შემცირდეს. აურის დარღვევას იწვევს სტრესები, ფარული სიავე, შური, სკანდალები. ამ ყველაფერს კი აურის გარკვეული დეფორმაცია, დასუსტება მოჰყვება და დიდი შანსია, ადამიანი ცხოვრებისეული ძალებისგან დაიცალოს.


გათვალვა კი ერთი ორგანიზმიდან მეორე ორგანიზმისკენ უცხო, უარყოფითი, შავი ენერგიების მიმართვაა, რომელმაც შესაძლოა, აურის, ეგრეთ წოდებული, „გახვრეტა” და დეფორმაცია გამოიწვიოს. აურის დაზიანება, ანუ უარყოფითი ენერგიის შეღწევის რაოდენობა აურის ზომაზეა დამოკიდებული. რაც უფრო სქელია ადამიანის აურის გარსი, მით ნაკლებია ავი თვალის ზემოქმედების ალბათობა. ვისაც გამოხედვაში გარკვეული ენერგია აქვს, მეორე ადამიანის ბიოველს შეხედვით აზიანებს. შესაძლოა, მას ეს არც უნდოდეს, ბუნებით კეთილი და თბილი იყოს, მაგრამ აურა გაუცნობიერებლად დააზიანოს. თუ ცუდი თვალის ადამიანი დილით სარკეში ჩაიხედავს და შემდეგ სხვაც იმავე სარკეში ჩაიხედავს, შესაძლოა, ასეც კი გაითვალოს. ამ დროს დიდი შანსია ადამიანს ბიოველი დაუზიანდეს – ბიოველზე ჩნდება ბზარები, ნახვრეტები, იქიდან გადმოდის ენერგია და იხარჯება. ხშირად ადამიანი ავადაც კი ხდება, მაგრამ ვერ ხვდება, რა არის ამის მიზეზი. სხვათა შორის, ძველად ავი თვალისგან თავს ლოცვით იცავდნენ. ეს იყო განსაზღვრული სიტყვების კომბინაცია, რომელთა წარმოთქმას თან ერთვოდა ხელების მოძრაობა. ამის შედეგად ჩნდებოდა ვიბრაცია და ეს დაზიანებული ბიოველის აღდგენის საშუალებას იძლეოდა. შედეგად, უეცრად წარმოშობილი დაავადება უკან იხევდა. ადამიანის გარშემო იქმნებოდა გარკვეული ბარიერი, რომელიც აჩერებდა ბიოველის დამზიანებელ, ცუდი ენერგიის ზემოქმედებას.

წყარო: თბილისელები