„მაკომპლექსებს ფიზიკურობა და მინდა უფრო კარგ ფორმაში ვიყო“

  • თბილისელები
  • 23 ივნისი 17:20

რას ნანობს რეჟისორი ქეთი დოლიძე? როდის იხდის ის ბოდიშს და რაში ხედავს უფალს? ამ და სხვა საინტერესო კითხვებს ხელოვანი ჟურნალ „თბლისელებითნ“ ბლიცინტერვიუში პასუხობს. 

გთავაზობთ გამოქვეყნებული მასალიდან ამონარიდს:


სახელი: ქეთი.


გვარი: დოლიძე.


პროფესია: რეჟისორი.


 


– ბოდიშს ვიხდი...


– ყოველთვის, როცა საჭიროა. არ მიჭირს. საერთოდ, რამეს რომ ვაკეთებ, დიდხანს ვფიქრობ, მერე ბოდიში არ მქონდეს მოსახდელი.


– მაკომპლექსებს...


– მინდა, ფიზიკურად უფრო მეტს ვვარჯიშობდე და ფორმაში ვიყო, ეს მხარე რატომღაც მოუწესრიგებელი მაქვს.


– მაღიზიანებს...


– ხმამაღალი კივილ-წივილი სახლში, მაგიჟებს, არ მიყვარს არეულობა და ოჯახური დაპირისპირება. ოჯახური ძალადობა უპატიებელ ცოდვად მიმაჩნია. საქართველოში ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია, ამაზე არ ლაპარაკობენ, რცხვენიათ. ჰგონიათ, რომ უნდა დამალონ და ოჯახის ამბავი გარეთ არ გაიტანონ. როგორც კი ძალადობა იწყება, იქ აუცილებლად უნდა დამთავრდეს ყველაფერი. ქალმა ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოითმინოს.


– ვნანობ...


– წასულ ახალგაზრდობას... მაშინდელი მოვლენები დღემდე იმდენად არის ჩემთან, მგონია, თითქოს დღეს ხდება და დრო არ გასულა. დროის გასვლის შეგრძნება არ მაქვს, რადგან ახლაც ისე ვცხოვრობ, როგორც ახალგაზრდობაში.


– ვზარმაცობ, როცა...


– ამის საშუალებაა. კარანტინის ორი თვე სულ სიზარმაცეში გავატარე, ვიჯექი და ვუყურებდი ფილმებს. ამით დავიცავი თავი იზოლაციისგან და არც გამჭირვებია, არც განმიცდია.


– ღმერთის ჩემეული აღქმა...


– ღმერთი არის ყველაფერში.

წყარო: თბილისელები