რატომ ხვდება ქალს ზარმაცი ქმარი

  • თბილისელები
  • 23 ივნისი 10:10

თმის შეჭრასა და ფრჩხილებზე ბევრი რამე ყოფილა დამოკიდებული მათ შორის ბედის საკითხიც.

უნდა შეიღებო თუ არა თმა, როდის და სად უნდა დაიჭრა ფრჩხილები, წაისვა ლაკი და საერთოდ, საჭიროა კი ამ ყველაფრისთვის სალონში წასვლა, თუ უმჯობესია, რომელიმე ახლობელს სთხოვო დახმარება? ამ ყველაფერზე პასუხს გაგვცემს ეზოთერიკოსი ჟურნლ „თბილისელებთან“ საუბრობს.


გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- ქალის კულულები და ფრჩხილები თავისებური ანტენაა „ნატიფ სამყაროსთან“ დასაკავშირებლად და დიდხანს ინახავს მფლობელის ენერგეტიკას. ამიტომაც აქცევდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას ძველად თმისა თუ ფრჩხილების მოჭრის შემდეგ დარჩენილი „ნაგვის“ უტილიზაციას - „ნარჩენებს“ კი არ ყრიდნენ, წვავდნენ და მარხავდნენ. შესაბამისად გირჩევთ, თმისა და ფრჩხილების შეჭრა-შეღებვისას დაიცვათ ხალხურ გადმოცემათა მინიშნებები.


- რა მინიშნებებზეა ლაპარაკი?


- დავიწყებ იმით, რომ ქირურგიული მანიპულაციების წინ პაციენტს თმას და ფრჩხილებს არ აჭრიან. ეს მას დაასუსტებს, რაც შედეგზეც აისახება. ლაკით დაფარული ფრჩხილი კი განგაშის სიგნალს ფარავს, რადგან ოპერაციისას ფრჩხილის ფირფიტის ბუნებრივი ფერის შეცვლა მედიკოსებს სერიოზული პრობლემის, კერძოდ კი, ძლიერი სისხლდენის შესახებ ამცნობს. ეს მეცნიერულად, ახლა კი მინიშნებებზე - უპირველესად უნდა აღვნიშნო, რომ ხელების მოვლა ქალის იარაღია მამაკაცის ყურადღების მისაქცევად. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს სივრცეს, სადაც იკეთებს გოგონა მანიკიურს - თუ ეს საძინებელი ოთახია, ქალის მახეში საუცხოო საყვარელი გაებმება; თუ იგივეს სასტუმრო ოთახში აკეთებს - მეურნე ქმარს გამოჰკრავს ხელს. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სამზარეულოში, - ბედი ზარმაც მეუღლეს გარგუნებთ, რომელსაც მხოლოდ ოჯახის ბიუჯეტის განიავება შეუძლია. ხოლო, ფრჩხილების დეკორატიული საფარით დაფარვამდე, მისი დაჭრის ან გაქლიბვისას, თუ ნარჩენები შემთხვევით სამზარეულოს იატაკზე დაიყარა, მცირე საყოფაცხოვრებო ტრავმა გარანტირებული გაქვთ - ან თითს გაიჭრით, ან თაროს გაედებით მხრით, ან ფეხი გადაგიბრუნდებათ. სამზარეულო ხომ ბინის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, სადაც სახლის სულები ბუდობენ და შეიძლება, გაბრაზდნენ დიასახლისზე, რაღა ამ ადგილას მოუნდა გალამაზებაო.

წყარო: თბილისელები