რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება

  • 14 ნოემბერი 19:38

თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.

დედაქალაის მთავარ გამზირზე, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. მათი განცხადებით პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ პარლამენტი, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონს არ მიიღებს.


პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე უმრავლესობის პროექტი ჩააგდო.


101 მომხრე, 3 წინააღმდეგი - პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩავარდა.პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში უნდა ჩატარებულიყო. ის პარტია რომელიც ბუნებრივ ბარიერს - 0.67%-ს გადალახავდა, პარლამენტი 1 მანდატს მაინც მიიღებდა.


კონსტიტუციის მიხედვით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საქართველო 2024 წელს უნდა გადავიდეს, თუმცა 20 ივნისის შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო წესის ცვლილების პირობა დადო. ცვლილების წინააღმდეგ კენჭისყრაზე მაჟორიტარმა დეპუტატებმა მისცეს ხმა.


იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.


დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.