გაინტერესებთ, რა ხდება მაშინ, როდესაც მამაკაცს უყვარხართ?

  • თბილისელები
  • 20 ივნისი 21:39

შეყვარებული მამაკაცის თვალით დანახულ ქალი წარმოუდგენლად ლამაზი, ჭკვიანი, ძლიერი და მშვენიერია... სამწუხაროდ, მხოლოდ იქამდე, სანამ ეს ქალი მისი ცოლი გახდება. 

როცა მამაკაცი ქალზე შეყვარებულია, მის ცუდს ვერ ხედავს. ვერ შეძლებს, გაიხსენოს, ბოლოს როდის იყო მასზე გაბრაზებული, 5 წუთით მაინც. როგორი მძიმე დღეც უნდა ჰქონდეს, მისი ღიმილი მაშინვე ყველაფერს დაავიწყებს და მისი დღეც ისეთივე მშვენიერი ხდება, როგორადაც ამ ქალს ხედავს. კაცი, უბრალოდ, ბედნიერია, რომ მას შეხვდა.


როგორც კი კაცი იგრძნობს, რომ შეყვარებულია, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. უჩნდება კარიერული წინსვლის სურვილი და მოტივაცია. საკუთარ თავში ეძებს ძალას, რაც მეტის კეთების საშუალებას მისცემს. ის ხშირად ეკითხება საკუთარ თავს: ნუთუ გამიმართლებს და ქალი, რომელსაც მე ვხვდები, ჩემი ცოლი იქნება?
მაგრამ, ძვირფასო მამაკაცებო, გახსოვდეთ – თუ ცოლი გყავთ, იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება ამით არ დამთავრებულა. გააგრძელეთ მასთან პაემნებზე სიარული.


ნუ დაკარგავთ იმის სურვილს, რომ დაუსრულებლად იბრძოდეთ მისი გულის მოსაპოვებლად, იმის მიუხედავად, რომ ერთხელ უკვე გითხრათ თანხმობა ცოლობაზე.


ცოლქმრული ურთიერთობები დანგრევის პირას მხოლოდ იმიტომ დგება, რომ ისინი აღარ ცდილობენ, ოჯახის გარეთ, სხვა სიტუაციაში შეხვდნენ ერთმანეთს. პაემანზე სიარულის გაგრძელებით თქვენ ყოველ ჯერზე თავიდან გაიცნობთ ერთმანეთს და არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გააკეთოთ ეს. თუკი მოინდომებთ და ყოველდღიურობას ცოტა ინტრიგას შესძენთ, მუცელში პეპლების ფრენის ის პირველი შეგრძნება ზუსტად ისევე განმეორდება, როგორც პირველი შეხვედრის დროს. ერთმანეთის მიმართ ინტერესი – სწორედ ეს არის ბედნიერი ცოლქმრული ურთიერთობის გასაღები. გახსოვდეთ, არავის აქვს სურვილი იყოს იმ ადამიანთან, რომელიც მისი პიროვნების მიმართ არანაირ ინტერესს არ გამოხატავს.


თქვით – „თანახმა ვარ“, მაგრამ გახსოვდეთ, ბედნიერება ამ სიტყვების შემდეგ არ მთავრდება.

წყარო: თბილისელები