თბილისში ავარიის შედეგად "ინტერპრესნიუსის" თანამშრომელი გარდაიცვალა

  • interpressnews.ge
  • 14 ნოემბერი 10:51

ავარია თბილისში დადიანის გამზირზე მოხდა, ავარიის შედეგად დაიღუპა "ინტერპრესნიუსის" თანამშრომელი შორენა ყასუმაშვილი და მისი მეუღლე.

 


პორტალი "დაიჯესტი" მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულების ოჯახს და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.


თბილისში, დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.


ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, რომელიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

სრული ვერსიის ნახვა interpressnews.ge