სიმსივნის დიაგნოზი სიბრძნის კბილის დაჩირქების ნაცვლად - რას ჰყვება დაზარალებული პაციენტი

  • 13 ნოემბერი 23:48

გადაცემაში "სხვა ნანუკა" მამაკაცი ისტორიას ჰყვება, რომელსაც, სიბრძნის კბილის დაჩირქების ნაცვლად, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. 

გიორგი ბენაშვილს კისერზე ეტაპობრივად ჯირკვალი ეზრდებოდა, რის გამოც თერაპევტს მიმართა. თერაპევტმა კი ონკოლოგთნ გააგზავნა გადამოწმების მიზნით.

"3 გრძელი კვანძი მქონდა კისერზე. ვერ ადგენდნენ საიდან იყო და რა მჭირდა. ოპერაცია რომ დაინიშნა  კვანძი უნდა ამოეღოთ და დაეთესათ სხვადასხვა მიმართულებით, რათა გაერკვიათ რა მჭირდა,"- ამბობს გიორგი ბენაშვილი.

დაზარალებულის თქმით, ექიმი საზღვარგარეთ წავიდა სხვა ექიმმა ჩაიბარა მისი საქმე.

"სწორედ მან მითხრა რომ ეხოსკოპია არ მქონდა გაკეთებული და აუცილებელი იყო რათა განსაზღვრულიყო ადგილი და მილიმეტრები. საეხოსკოპიოში კი მითხრეს, რომ ოპერაცია ვერ გაკეთდებოდა რადგან საძილე არტერიასთან იმდენად ახლოს იყო კვანძები, რომ ლანცეტი არ გატარდებოდა და ალბათობა იმისა რომ საოპერაციო მაგიდაზე დავრჩებოდი დიდი იყო",- განაცხადა გიორგიმ.

მან ონკოლოგიური კლინიკა დატოვა და სისხლძარღვების ექიმთან მივიდა თუმცა ამაოდ.

ბენაშვილის ინფორმაციით, გიორგი გაფრინდაშვილმა, რომელიც მისი მეგობარია დაიბარა კლინიკაში და ყბა-სახის რენდგენი გადაუღო, სადაც გამოჩნდა რომ სიბრძნის კბილი დაჩირქებული ჰქონდა.

"რადგან ბავშვობაში გლანდები მაქვს ამოჭრილი ანთებითი პროცესი მიდიოდა მარა არ მაწუხებდა, ორგანიზმა წითელი აანთო ამ ჯირკვლების გამოსვლით,"- ამბობს ბენაშვილი.

მან გაიკეთა ოპერაცია სიბრძნის კბილზე და ყველაფერი კარგად დამთავრდა.