ყვარლიდან გაუჩინარებული გოგონა და მისი თანმხლები მამაკაცი სატუმროს ნომრის დაქირავებას ცდილობდნენ

  • 13 ნოემბერი 22:10

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან გაუჩინარებული 15 წლის მოზარდი და მისი თანმხლები პირი პოლიციამ თბილისში იპოვა.

ორივე მათგანი სამართალდამცავებმა პოლიციის ერთ- ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გოგონას ახლდა, სრულწლოვანია.


მანამდე კი, დაკარგული გოგოს კვალს ისანი- სამგორის რაიონში მიაკვლიეს, სადაც ის მამაკაცთან ერთად, სასტუმროს ნომრის დაქირავებას ცდილობდა.


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის საჯაროს სკოლის მოსწავლე, გუშინ გაუჩინარდა.


მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 143- ე მუხლით აღიძრა. რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.