ზოდიაქოს ნიშნები, რომელბიც ფულს იზიდავენ

  • fortuna.ge
  • 13 ნოემბერი 21:45

ჟურნალ “Forbes“-ის რეიტინგით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების ნუსხის გაანალიზებისას აღმოჩნდება, რომ ზოდიაქოს ყველაზე შეძლებული ნიშანი ლომია.

მის ანგარიშზე “ოქროს ასეულის” კაპიტალის 14% მოდის. უკვე რამდენიმე წელია შთამბეჭდავ ფინანსურ შედეგებს აჩვენებენ ტყუპები და მერწყული (11%), ვერძი და სასწორი (10%). მილიარდის შოვნის საკმაოდ კარგი შანსი აქვთ კუროს და თევზებს (7,7%), შედარებით მოკრძალებულნი არიან მორიელი და თხის რქა (6,6%), ჩამორჩენილებს შორის კი, ქალწული და მშვილდოსანი აღმოჩნდნენ. ცნობილ ანდაზას, “ბედნიერება ფულში არაა”, თუ დავუჯერებთ, ყველაზე ბედნიერი კირჩხიბი უნდა იყოს, რომელიც თითქმის ვერასდროს ხვდება რეიტინგში, რადგან მას ან საერთოდ არ აქვს კომერციული ნიჭი ან პირიქით, ძალიან კარგად მალავს საკუთარ სიმდიდრეს. ჩნდება ლოგიკური კითხვა – მართლა შეიძლება თუ არა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ადამიანების ფინანსური წარმატების განსაზღვრა? – გთავაზობთ ჩვენს ჰოროსკოპს, თქვენ კი, თქვენი მონაცემები შეადარეთ.


ვერძი


ვერძს ბავშვობიდან არ შეუძლია ერთ ადგილზე გაჩერება, რაც მის მომავალ კარიერაზეც აისახება. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს არ უყვარს დიდხანს ერთ სფეროში მოღვაწეობა. მიზეზი – მისი დაუცხრომელი ტემპერამენტი და სურვილია, მიაღწიოს მაქსიმუმს ყველა მისთვის საინტერესო სფეროში. ვერძის დაუოკებელი ამბიცია – მისი მამოძრავებელია ძალაა, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ძლიერი ნებისყოფის და კონკურენტუნარიანი ვერძი ყოველთვის კომფორტულად გრძნობს თავს ხელმძღვანელის სავარძელში და თავდაჯერებულად გასცემს განკარგულებებს. მსხვილი ფინანსური მოგების შანსი მისთვის  მუშაობით სიამოვნების მიღებაშია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ფული დიდხანს არასდროს ჩერდება მის ჯიბეში. ბუნებისგან საჩუქრად მიღებული გამბედაობის და იმპულსურობის წყალობით, საქმიანობის სფეროდ ვერძი ხშირად მეხანძრის, პოლიციელის ან სხვა სარისკო პროფესიას ირჩევს,  სოლიდური კაპიტალის დაგროვებას კი, ბიზნეს-ანალიტიკოსის ან სპორტული მწრთვნელის, არქიტექტორის ან ინტერიერის დიზაინერის, პოლიტიკოსის ან ტელეწამყვანის კარიერით ახერხებს.


კურო


ფულის სიყვარული კუროს სისხლში აქვს და სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით ყველაზე მეტადაა ორიენტირებული სიმდიდრეზე. კუროს უპირატესობა იმაშია, რომ მას ყველაზე კარგად გამოსდის შემოსავლების განაწილება, უყვარს კომფორტში ცხოვრება და საკუთარი თავის ლამაზი და ძვირფასი ნივთებით განებივრება, სწორედ ამისთვის ჭირდება მას ფული. ასტროლოგიაში კურო მეორე სახლის ანუ ფინანსების სავანეს წარმომადგენელია, ამიტომ მას არ ჭირდება აიძულოს საკუთარი თავი, რომ იმუშაოს. ყველაზე მეტად კურო სტაბილურობას აფასებს, ამიტომ სამსახურშიც გარკვეულ გარანტიებს – მაღალ ხელფასს, შვებულების ფიქსირებულ დროს და კარგ დაზღვევას მოითხოვს. გაბედულ და შრომისმოყვარე კუროს ყოველთვის მშვენივრად გამოსდის გუნდური მუშაობა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მას ნივთებთან (საიუველირო ნაწარმთან, საკვებთან, ყვავილებთან) უფრო მოსწონს “თანამშრომლომლობა”, ვიდრე ადამიანებთან. მაღალ რეზულტატს კურო იმ სფეროში აღწევს, სადაც შეუძლია გამოიყენოს საკუთარი ლოგიკური მსჯელობა და ანალიზი. სწორედ ამიტომ საუკეთესო ანალიტიკოსები და ფინანსისტები, მედიცინისა და მეცნიერების მკვლევარები, ლანდშაფტის დიზაინერები და შეფ-მზარეულები სწორედ კუროს ნიშნით დაბადებულები არიან.


 


ტყუპები


ტყუპებს ყველაზე კარგად გამოსდით ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. სწრაფად მოაზროვნე და შემოქმედებით ტყუპებთან ურთიერთობისას, წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ, რას იტყვიან ან რას მოიმოქმედებენ. თავიდან ყველაფერში გეთანხმებიან, მერე კი,  სწრაფად იცვლიან აზრს. ტყუპები ერთ-ერთია ჰოროსკოპის იმ სამ ნიშანს შორის, რომელსაც ყოველთვის თავისუფლად შეუძლია უარი თქვას წარმატებულ და შემოსავლიან სამუშაოზე მხოლოდ იმიტომ რომ, არ მოსწონთ ხელმძღვანელობა ან რუტინული სამუშაო. ტყუპები მეოცნებეები არიან და ყოველთვის ცდილობენ არ დაემსგავსონ კოლეგებს, ამიტომ მათი ამოცნობა უზარმაზარ კოლექტივშიც თავისუფლად შეიძლება. ოპტიმიზმით და ენერგიით სავსე ტყუპებისთვის მთავარია საკუთარი თავის გამოვლენა და ამიტომ შეუძლებელია მათი ტრადიციული წესებით შეზღუდვა. თუ გინდათ გააბედნიეროთ და გაამდიდროთ ტყუპები, მიეცით მათ საშუალება იმუშაონ იმ სფეროში, სადაც შემოქმედებითი და ინტელექტუალური ნიჭის გამოვლენაა აუცილებელი და მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს მუსიკალური ინდუსტრია თუ კომპიუტერული გრაფიკის სფერო.  


კირჩხიბი


კირჩხიბი ფულის დაგროვებისკენაა მიდრეკილი. მისთვის არაა მთავარი კოლოსარული თანხები, ისიც საკმარისია, რაც მას ხვალინდელი დღის უზრუნველად გატარებაში ეყოფა. არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია ყოველდღე აკეთოს ის, რისიც თვითონაც არ სჯერა. კირჩხიბი არ მიეკუთვნება მათ რიცხვს, რადგან მან ზუსტად უნდა იცოდეს, რას მოიტანს ის საქმე, რომელსაც აკეთებს. თუმცა, როგორც წესი, ამგვარ დასკვნამდე კირჩხიბი მხოლოდ 30 წლის შემდეგ მიდის. ამ ზოდიაქოს ნიშნის მეორე უკიდურესობა, რაც მას ხელს უშლის ფინანსური წარმატების მიღწევაში – მისი უანგარო ანუ “იდეისთვის” მუშაობა ან საქველმოქმედო საქმიანობაა. თუ ზედმეტად მგრძნობიარე კირჩხიბი მაინც შეძლებს ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას, ეს ან იურისპრუდენციის სფეროში მოხდება ან ბავშვებთან და ცხოველებთან მუშაობით.   


ლომი 


ლომი – “მეფეა” ზოდიაქოს ნიშნებს შორის და რა თქმა უნდა, ამ სტატუსის მფლობელს უფლება არ აქვს იყოს ღარიბი! უზარმაზარი ამბიცია და სხვებთან ტრაბახის სურვილი – სწორედ ეს თვისებები აიძულებს მას ყოველდღიურად იზრუნოს საკუთარი კაპიტალის გაზრდაზე. მისთვის აუცილებელია განსხვავდებოდეს სხვებისგან, რადგან იყოს უმრავლესობის ნაწილი ლომისთვის აუტანელია. საქმიანობისას ის არასდროს ეძებს საყრდენს ან დახმარებას და ამაყ მარტოობაში მიიწევს დასახული მიზნისკენ. ლომის გამდიდრების კიდევ ერთი სტიმულია ოჯახი, რადგან მისთვის აუცილებელია მიიტანოს სახლში სოლიდური ხელფასი ან ჯილდო და კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს თავის მეორე ნახევარს ვინაა სახლში მთავარი. ლომი მიჩვეულია ფულის ფრთხილად ხარჯვას და არასდროს ფლანგავს ფულს წვრილმან სიამოვნებებში. ის ყოველთვის ხელმძღვანელების საყვარელ თანამშრომლებს შორისაა, რაც არცაა გასაკვირი, რადგან გამბედავ და უშუალო, გამომგონებელ და იდეებით მდიდარ ლომს, მხოლოდ წარმატება და მაღალი შემოსავლები მოაქვს კომპანიისთვის. ყველაზე კარგად კი მაშინ მუშაობს, როცა ყურადღების ცენტრშია. ლომი ყოველთვის სხვებზე კარგად ხედავს იმ პოზიციას, რომელიც სტატუსს და ძალაუფლებას მოუტანს. მშვენივრად ართმევს თავს ნოტარიუსის და დიზაინერის (მოდა – მისი სტიქიაა), უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის და გენერალური დირექტორის თანამდებობებს.


 


ქალწული


ქალწულს ძალიან უყვარს მუშაობა. ასტროლოგიაში ზოდიაქოს ეს ნიშანი მეექვსე სახლთანაა დაკავშირებული, რომლის კომპეტენციაში ჯანმრთელობა და ნებისმიერი სახის სამსახური შედის. ქალწული აბსოლუტურად კმაყოფილია იმ პროფესიონალური ზრდითა და მატერიალური მდგომარეობით, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ მოდის. 30 წლამდე ქალწული მუდმივად მერყეობს მოღვაწეობის რამდენიმე სფეროს შორის, 30 წლის შემდეგ კი, საბოლოოდ ირჩევს გზას და კარიერულ კიბეზე არა ჩვეულებრივი ნაბიჯებით, არამედ გიგანტური ნახტომებით ადის. განსაკუთრებულ წარმატებას ქალწული საგამომცემლო საქმეში და რედაქტურაში, მედიცინასა და ბუღალტერიაში, ლინგვისტიკასა და კვების სფეროში აღწევს. კეთილი და სამართლიანი ქალწული სისუფთავის სიყვარულითა და პერფექციონიზმითაა ცნობილი, ამიტომ ყოველთვის კარგი ვიზაჟისტი და სტილისტია.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge