კადრები დადიანის ქუჩიდან, სადაც საზარელი ავარია მოხდა (ვიდეო)

  • 13 ნოემბერი 21:03

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

დაშავებულები მგზავრები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 


როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოკატასტროფაში 3 მანქანა ფიგურირებდა, რომელთაგან ერთ-ერთი გზის საპირისპიროდ მოძრაობდა, რა დროსაც მომავალ ავტომობილს დაეჯახა, ამ უკანასკნელმა კი საჭე ვერ დაიმორჩილა და მესამე ავტომანქანაც დაზიანდა. 


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მხულის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.