ქარელში ავტოავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

  • newposts.ge
  • 13 ნოემბერი 20:33

დევნილების საცხოვრებელ კორპუსთან საავტომობილო გზაზე მოძრავი მანქანა 16 წლის მოზარდს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი გიორგი გოგინაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდანაა დევნილი.


შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge