მშენებლობიდან გადმოვარდნილი აზერბაიჯანელი მუშა გარდაიცვალა

  • newposts.ge
  • 13 ნოემბერი 20:08

28 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ქუთაისში, ერთ-ერთი მშენებლობიდან გადმოვარდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ის უმძიმეს მდგომარეობაში ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.


მამაკაცი ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 27 ოქტომბერს გადმოვარდა.

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge