დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ: არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი

  • 13 ნოემბერი 19:29

„არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თუკი დიმიტრი ხუნდაძე ხვალ მისთვის სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, ის გუნდისა და მანდატის დატოვებას არ გამორიცხავს:


„მთხოვა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და არ დამეზიანებინა საკუთარი გუნდი. შემდეგ ეს თხოვნა იყო უფრო პრინციპული, მაგრამ ვრჩები ჩემს პოზიციზე. არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი. რა თქმა უნდა, ეს საუბარი ურთიერთპატივისცემით მიმდინარეობდა, მაგრამ ზოგჯერ მკაცრი იყო, პოზიციები მანაც და მეც შევინარჩუნეთ ის, რაც გვქონდა. თუ ხვალ ის შემდეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში. შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც,” - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


დღეს "ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. სხდომის ჩანიშვნის მიზეზი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გახდა.