უფრთხილდით დიდ ფასდაკლებებს - როგორ განვასხვაოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისაგან

  • imedinews.ge
  • 13 ნოემბერი 17:25

ტექნიკის შეძენის დროს მომხმარებელი არც თუ ისე მცირე თანხას იხდის, შესაბამისად უნდა, რომ ის ხარვეზის გარეშე იყოს და არა რამდენიმე თვე, არამედ უფრო მეტ ხანსაც იმუშაოს.

თუმცა არსებობენ გამყიდველები, რომლებიც ტექნიკას დაბალ ფასად ყიდიან, რაც შეიძლება პროდუქტის სისუსტის ან დეფექტის ნიშანი იყოს. Meduza-მ მოამზადა სტატია, სადაც მომხმარებლებს ინსტრუქციებს აძლევს, როგორ განასხვაონ ორიგინალი ტექნიკა ყალბისგან.


ეს რჩევებია:


1. შეამოწმეთ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდი;


2. უფრთხილდით დიდ ფასდაკლებებს;


3. ყურადღებით შეამოწმეთ შეფუთვა და სერიული ნომრები;


4. შეამოწმეთ ყუთში არსებული კომპლექტის შემადგენლობა, რომელიც ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციას უნდა შეესაბამებოდეს;


5. კარგად დაათვალიერეთ ტექნიკის გარეგნული მხარე;


6. დარწმუნდით, რომ პროდუქტს გარანტია მოჰყვება.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge