პაპანწყურე - მისტიკური და იდუმალი ტბა სამეგრელოში, რომელზეც შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ (ფოტოები)

  • fortuna.ge
  • 13 ნოემბერი 16:33

პაპანწყურე – ასე ჰქვია ნაკლებად ცნობილ ტბას საქარველოში, რომელზეც შესაძლოა, ჯერ არაფერი გსმენიათ, თუმცა, თუ ნახავთ – ის თქვენს გონებაში სამუდამოდ დარჩება.

"პაპანწყურე – ეს არის ტბა, რომელიც თავისი სილამაზით გიპყრობს და გიმონებს, გიზიდავს და თავის სიღრმეში გიტოვებს" – ასე აფასებენ აღნიშნულ ტბას ადამიანები, რომლებმაც სამეგრელოში იმოგზაურეს და ეს ტბა უკვე იხილეს.

პაპანწყურე ხობის რაიონის სოფელ ხეთაში მდებარეობს. სოფლის მაცხოვრებლები განსაკუთრებულად უფრთხილდებიან ამ განძს და ამბობენ, რომ პაპანწყურეს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.

იდუმალი და მისტიკური, კამკამა ტბა ტყის შუაგულში მდებარეობს და ირეკლავს ყველაფერს, ხილულს და უხილავს…

https://cdn-dev.fortuna.ge/app/uploads/2019/11/65202284-2208123979304258-5256384584064434176-n-2019-11-13_11-22-19_419608.jpg

https://cdn-dev.fortuna.ge/app/uploads/2019/11/66407099-2311524028884114-8837240565545304064-n-2019-11-13_11-22-05_597968.jpg


სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge