მაკო გომური პარლამენტთან გვირილებით მივიდა - "ეს ყვავილები მათი დასაფლავების სიმბოლოცაა"

  • 13 ნოემბერი 14:46

20 ივნისი დაზარალებული მაკო გომური პარლამენტის წინა აქციას შემოუერთდა. 

მაკო გომური ამბობს, რომ დაპირების შეუსრულებლობამდე ის პარლამენტის წინ იდგება.


"პირველ რიგში, აქ საკუთარი თავის გამო მოვედი რომ მქონდეს კარგი მომავალი, მეორე იმიტომ რომ იმ ხალხს დავუდგეთ გვერდში ვინც მე ამდენი ხნის განმავლობაში მხარს მიჭერდა, მე ყოველთვის მათ გვერდით ვიგები, 20 ივნისის აქციებზე პროპორციული არჩევნები იყო ერთადერთი მოთხოვნა რაზეც ჩვენ დაგვპირდნენ რომ შეუსრულდებოდა.


გვირილები კი არის სიმბოლო როგორც ვთქვი ყველაფერი უძრავი გარდა ხელოვნების ნიმუშისა არის უმნიშვნელო ისევე როგორც ჩვენი მთავრობა არის უძრავი, ეს ყვავილები მათი დასაფლავების სიმბოლოცაა"-მაკო გომური.


აქციას "სირცხვილიას" მონაწილეები პარლამენტის წინ მართავენ, ისინი 2020 წლისთვის პროპორციულ არჩევნების სისტემის დაკანონებას ითხოვენ.