საბჭოთა კავშირში სილამაზის პირველი კონკურსი 1988 წელს გაიმართა

  • newpost.ge
  • 11 ნოემბერი 20:20

1988 წელს საბჭოთა კავშირში პირველი სილამაზის კონკურსი გაიმართა სახელით "მოსკოველი ლამაზმანი".

ჟურნალ "Огонек"-ში გამოქვეყნდა სტატია სადაც იწერებოდა, რომ სსრკ-ს "პერესტროიკის" პროცესმა ყველა ქალს მისცა უფლება, წარმოაჩინოს საკუთარი თავი, ვინც თვლის რომ ლამაზია.


რიგი, რომელიც კულტურის პარკის მეტროდან პარკის ადმინისტრაციამდე გრძელდებოდა, გახდა ზემოხსენებული მოვლენის ერთ-ერთი მკაფიო სიმბოლო. კონკურსის გამარჯვებული გახდა სკოლის მოსწავლე მაშა კალინინა. გამარჯვებულმა გოგონამ გარკვეული ხნის შემდეგ გაიხსენა კონკურსის დეტალები და საზოგადოებას განუცხადა, რომ მას ტრიუმფის ნიშნად გადაეცა ტელევიზორი "ტემპი", დიდი ბროლის ვაზა და ყვავილები.





 

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge