რისთვის არის სახეხის წვრილნახვრეტებიანი მხარე, რომლის გარეცხვაც ყველა ეზარება

  • mschistota.ru
  • 10 ივნისი 19:40

ალბათ ასეთი ტიპის სახეხი სახლში ყველას აქვს, თუმცა უმრავლესობა მის მხოლოდ ერთ მხარეს იყენებს. გიჩვენებთ, თუ რისთვისაა თითოეული მხარე განკუთვნილი.

 


მხარე #1 - მსხვილი ფანტელებისთვის



სწორედ ამ მხარეს იყენებენ ყველაზე ხშირად. პრაქტიკულია, თუმცა არსებობს ერთი მაგრამ: ზოგჯერ სულაც არ გვინდა, რომ დიდი ნაჭრები მოიჭრას, გააჩნია რა პროდუქტს ვხეხავთ. ეს მხარე გამოიყენება: სალათებში ბოსტნეულისთვის, კვერცხისთვის, შოკოლადისთვის, კარაქისთვის (რათა სწრაფად დაადნოთ).


მხარე #2 - სახეხი შედარებით წვრილი დანაყოფებით



წვრილდანაყოფებიანი სახეხით შესაბამისად გახეხილი პროდუქტიც უფრო წვრილი გამოდის. ამ მხარე იყენებენ ხოლმე ისეთი პროდუქტის დასახეხად, რითაც შემდეგ მორთავენ კერძს ან დესერტს, მაგალითად: ყველი, შოკოლადი, კვერცხის გული. თქვენს შვილს კომბოსტო არ უყვარს წვნიანში? ამ მხრიდან თუ დახეხავთ, ის გემოს საერთოდ ვერ გაიგებს.


მხარე #3 - სახეხი ყველაზე წვრილი დანაყოფებით



აქეთა მხარის ათვისება საკმაოდ რთულია, მაგრამ მისთვისაც არსებობს კონკრეტული პროდუქტები, რომელიც მხოლოდ აქ უნდა გაიხეხოს. მაგალითად: მუსკატის კაკალი, დარიჩინი, ორცხობილები, ციტრუსის ცედრა, კოჭა. გარდა ამისა, ამ მხრის გარეცხვა ყველაზე რთულია, თუმცა თუკი ძველი კბილის ჯაგრისით გავხეხავთ, უმარტივესად გაიწმინდება!


და ბოლოს მხარე #4 - დიდი დანის პირებით



ამ ოთხ მხარეს შორის ეს მხარე ყველაზე მეტადაა დაიგნორებული, თუმცა სულ ტყუილად. თუ გსურთ ჩიფსის, რატატუის მომზადება ან უბრალოდ ბოსტნეულის და ხილის ჩვეულებრივად, მრგვლად მარტივად დაჭრა ეს მხარე სწორედ ამისთვისაა შექმნილი! რაც მთავარია თითოეული ნაჭერი იდეალურად ერთნაირი სისქის გამოდის.

სრული ვერსიის ნახვა mschistota.ru